გმირთა მოედანზე "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ტროტუარზე ეწყობა კაბელ არხები, სადაც საჰაერო სადენებს გადაიტანენ. ასევე, დაწყებულია საგზაო სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები. სამუშაოები დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
"ეს ერთ-ერთ რთული წერტილი, სატრანსპორტო კვანძია დედაქალაქში, სადაც განსაკუთრებით პიკის საათებში, გადაადგილება ჭირდა. მოგვიწია გარკვეული ობიექტების, ბენზინგასამართი სადგურების გამოსყიდვა და მოვახდინეთ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. სამუშაოებს, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება. პირველ რიგში, ეწყობა სანიაღვრე სისტემა. კაბელ არხები, ელექტროგადამცემი ქსელები მიწის ქვეშ განთავსდება", - განაცხადა კახა კალაძემ.ა