ის რომ ევროპაში ყველაფერი კარგად არ არის, ახალი ამბავი ნამდვილად არა. პოლიტიკურ ძალათა უთანასწორო ბრძოლაში, საბოლოოდ მაინც ჯანსაღი ძალები და რეალური სუვერენიტეტის მომხრეები გაიმარჯვებენ, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ახალი ფაზაც სავარაუდოდ მალე დაიწყება" - ამის შესახებ ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, ვინც Credit Suisse-ს იცავდა, იგივე ძალები ახლა Julius Baer-ის დამცველებად გვევლინებიან და დროის მოგებას ცდილობენ, რათა, როგორმე, რაც შეიძლება დიდხანს დაიცვან ბანკის ინტერესი
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით მაინც ზედაპირზე არიან გარკვეული ძალები, რომელთა უპირველესი ამოცანა, მაინც სიმართლის დამალვა და საინფორმაციო ველის დაბლოკვა გახლავთ. ამის მაგალითია გახლავთ ის, რომ ევროპაში თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი მედია აღარ არსებობს, შედეგად ვხედავთ თუ რაც ხდება ევროპარლამენტსა და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებში. საერთაშორისო მედია კონსულტანტი, რომელიც ჯაშუშებით და აგენტოკრატიით იმართება, უარს ამბობს Julius Baer-ის წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ზუსტად იგივე ხდება, რაც ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ს დავისას. ვინც Credit Suisse-ს იცავდა, იგივე ძალები ახლა Julius Baer-ის დამცველებად გვევლინებიან და დროის მოგებას ცდილობენ, რათა, როგორმე, რაც შეიძლება დიდხანს დაიცვან ბანკის ინტერესი"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.