ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს - ანჯაფარიძე


     ამ იდიოტური განცხადებით, გახარიამ მისდა უნებლიეთ, კიდევ ერთი ლურსმანი ჩააჭედა მის პოლიტიკურ კუბოს, რომლისთვისაც სამარე უკვე გათხრილია. განცხადების სრული იდიოტიზმის მიუხედავად, მოდით მაინც ვიკითხოთ რას ეუბნება გახარია ამით საქართველოს მოქალაქეებს?" - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს. 

      ზაალ ანჯაფარიძე გახარიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილს ფულისა და ძალაუფლების დაკარგვით ემუქრება.

      ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, ივანიშვილისთვის ფული და ძალაუფლება მნიშვნელოვაბნი, რომ ყოფილიყო, ორჯერ არ დატოვებდა ნებაყოფლობით თანანმდებობას.

      ,,თუ ბიძინა ივანიშვილს ფული არ ექნება, ამით საქართველოს მოქალაქეებს რა სარგებელი? შეიცვლება უკეთესობისკენ მათი მდგომარეობა? რა თქმა უნდა არა. პირიქით, შეიძლება გაუარესდეს იმ კუთხით, რომ ვეღარ დაფინანსდება ის პროექტები, რაც ფინანსდებოდა და ეხლაც ფინანსდება სწორედ ამ ფულით. სამაგიეროდ, გახარია საკუთარ ეგოს დაიკმაყოფილებს და ვინ იცის, იქნებ თავად მოინდომოს ამ ფულის ნაწილის დაპატრონება?! სხვებისთვის წართმევის რეფლექსი კი გახარიას ჩანს მას შემდეგ გამოუმუშავდა, რაც „ნაცების“გვერდით ერთ პოლიტიკურ ბოსელში დააბეს.  

     ივანიშვილისთვის ფული და ძალაუფლება რომ ყოფილიყო ყველაზე ძვირფასი, როგორც გახარია ამტკიცებს, ის ორჯერ ნებაყოფლობით არ დატოვებდა ხელისუფლებას და შესაბამისად ძალაუფლებას. მოიქცეოდა ისე, როგორც გავლენიანი წრეები ითხოვდნენ მისგან, და არც მის ფულს დაემუქრებოდა საფრთხე შვეიცარიის ბანკებში და არც სანქციებს დაადებდნენ, სულ რომ შუაზე გახეულიყო გახარია.

      და ბოლოს, ეს განცხადება იმაზეც მეტყველებს, რომ გახარიამ ვერა და ვერ გაითავისა, რომ ქართულ საზოგადოებაში ცხოვრობს და ესაა მისი ყველაზე დიდი ტრაგედია" -წერს ზაალ ანჯაფარიძე.