ზურაბიშვილმა ტრამპს შესთავაზა რუსეთზე ზეწოლისთვის "სათამაშო მოედნად" საქართველო გამოიყენოს - The Hill


     ზურაბიშვილმა ტრამპს შესთავაზა რუსეთზე ზეწოლისთვის "სათამაშო მოედნად" საქართველო გამოიყენოს - ამის შესახებ The Hill-ი წერს.

     ამერიკული გამოცემა სტატიაში საუბრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიზანია, ტრამპის საგარეო პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელობა ჰქონდეს.

     "სალომე ზურაბიშვილი კონტაქტის დასამყარებლად ცდილობს პირადი კავშირები გამოიყენოს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დიდწილად დაბლოკილი იყო და ადმინისტრაცია პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებდა."

     სტატიის ავტორი, ასევე წერს, რომ დეკემბერში პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე, პრეზიდენტ მაკრონის შუამავლობით, ზურაბიშვილი ტრამპს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა და უთხრა, რომ შტატებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, "სათამაშო მოედნად" კი საქართველო გამოიყენოს.




წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/304480