ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე მედიაში გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება, სადაც ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერების მკვლელობის მოწოდებაა.
ექსპერტის აზრით, აღნიშნული მოწოდების დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება.
,,საქვეყნოდ გამოცხადებული და გაცხადებული ფაშიზმი. საკვებში ჩაფურთხების, ჩაშარდვის მოწოდების შემდეგ ქალაქში გაჩნდა წარწერები: "მოკალი ქოცი" ანუ გადავიდნენ განსხვავებული აზრისა და პოზიციების მქონე ადამიანთა მკვლელობების ღია მოწოდებამდე.
ასე ხდებოდა 1930-იანი წლების ფაშისტურ გერმანიაში. მხოლოდ ერთი განსხვავებით, იქ საკვებში ჩაშარდვა და ჩაფურთხება აზრად არავის მოსვლია. ამის უყურადღებოდ და დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება.
სამწუხაროდ და საუბედუროდ ამათ მხარს უჭერენ და აქეზებენ ლობიზმის საფარველს ამოფარებული, კორუმპირებული ევროპარლამენტარების და ევრობიუროკრატების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი"- წერს ედიშერ გვენეტაძე.