ნებისმიერი ასეთი წარწერა, ქმედება, თუ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი - ბოჟაძე


     ,,ნებისმიერი ასეთი წარწერა, ქმედება, თუ გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი, დასაგმობი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პოლარიზაცია მაქსიმალურად შევამციროთ"- ასე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე, მედიაში გავრცელებულ ძალადობრივ მოწოდებებს.

     ლადო ბოჟაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია შეამციროს.

     "ნებისმიერი ძალადობა, ფიზიკური იქნება ეს თუ სიტყვიერი, არის მიუღებელი. არაერთხელ დაგვიგმია ძალადობა და მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადიკალური ჯგუფები, ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, მათი მართვადი მედია ხელს უწყობს ქვეყანაში დაძაბულობის გაზრდას, საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას.

     ხშირად, ვხედავთ, მათ შორის, ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან დუმილს ასეთ განცხადებაზე და არ ვისმენთ მათგან შეფასებებსა და დაგმობას. რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის ფონდი აფინანსებს კიდეც ასეთ მედიებს და სამოქალაქო სექტორს. ეს ყველაფერი არის იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.

     "მოკალი ქოცი", "რევოლუცია" - ამ შინაარსის წარწერები მეტროსადგურებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან დილიდან გამოჩნდა.