ისმინოს ყველამ, ვინც აპირებს მათ მიერ დაანონსებულ საქართველოს საწინააღმდეგო ავანტიურაში ჩაბმას, ანუ ავტომაგისტრალების გადაკეტვას - კანონის შესაბამისად, არ იქნება არც შინაურის და არც გარეულის დანდობა. გაფრთხილებენ!", - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ვინც ავტომაგისტრალების გადაკეტვას აპირებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ და მათ "სალომე ზურაბიშვილი ვეღარ უშველის".
"უმძიმესი ბოლო თვეები უდგას იმ ევროკავშირს, რომელიც დარჩენილია ფონ ლაიენების, ფოტიგების, კუბილიუსებისა და სხვა ლობისტების ქურქში გახვეული კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიისამარა.
ევრობიუროკრატებმა ოღონდაც კი ხელისუფლება შეინარჩუნონ, ჯიქურ, სხვისი ხელით მიდიან ყოველგვარ ავანტიურაზე.
ამიტომაც, ისმინოს ყველამ, ვინც აპირებს მათ მიერ დაანონსებულ საქართველოს საწინააღმდეგო ავანტიურაში ჩაბმას, ანუ ავტომაგისტრალების გადაკეტვას კანონის შესაბამისად, არ იქნება არც შინაურის და არც გარეულის დანდობა.
გაფრთხილებენ! არ ჩაიდინოთ უკანონობა, თორემ უეჭველად დაგაპატიმრებენ და მერე არ დაიწყოთ იქიდან ღნავილი-მოთქმა, ვაი, დედიკონა, მიშველეთ, აქედან გამიყვანეთ და მეტს აღარ ვიზამო. შეგახსენებთ, სალომე ვერ გიშველით. დიდი ხანია, გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე და ვერც ვეღარასოდეს დაბრუნდება.
თქვენი აქაური წამქეზებლები ევროპატრონებისგან მილიონებს იჯიბავენ და რჩეულ კურორტებზე ისვენებენ. თქვენ კი გამოგეწერებათ "ვირის აბანო". ნუ ჩაიგდებთ თავს ხათაბალაში.
ვისაც ყურნი ასხია, ისმინოს...", - წერს ედიშერ გვენეტაძე.