,,სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, რომელიც ცდილობს გადასახადიდან თავი აირიდოს"– მაჭავარიანი


     ,,სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად,"–ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ტელეკომპანია ,,იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
 
      მაჭავარიანის თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.

     „სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ და ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ",-აღნიშნა მაჭავარიანმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно