,,ამით რუსეთი ცდილობს, ჩაჭრას ის ბოლო ძაფებიც კი, რაც აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებთ"- ასე გამოეხმაურა, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ხოხუმში სერგეი კირიონკოს დანიშვნას.
მისი თქმით, „არჩევნების“ შემდეგ რუსეთი თავისას გაიტანს.
,,აფხაზეთის კურატორად სოხუმში დაბადებული სერგეი კირიენკოს დანიშვნა, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, იყო მოსკოვის სწორი გათვლა. მათ ამ ჯერზე არ დანიშნეს ამ თანამდებობაზე ძალოვანი ან ჩეკისტური ბლოკის წარმომადგენელი.
ახალ სტატუსში თავისი პირველი ვიზიტი აფხაზეთში კირიენკომ დაიწყო იმით, რომ მათრახი დროებით ზურგსუკან დამალა და აფხაზებს სტაფილო ჩაუტანა - ინფრასტრუქტურის, მათ შორის სამედიცინო მომსახურების აღორძინებას დაპირდა.
სხვათა შორის, ამით რუსეთი ცდილობს, ჩაჭრას ის ბოლო ძაფებიც კი (აფხაზებისთვის საქართველოში სამედიცინო მომსახურების გაწევა), რაც აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებთ. მაისში, სოხუმის აეოროპორტი პირველ რეგულარულ რეისებს მიიღებს, თებერვალში კი პირველი სატესტო რეისი იგეგმება.
თუმცა, წასვლის წინ კირიენკომ აფხაზებს „შეაპარა,“ რომ ჯანდაცვის განვითარება უზარმაზარ ინვესტიციებს მოითხოვს, რომ რუსულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალი რეალიზებული არ არის და ა.შ. შესაბამისად „არჩევნების“ შემდეგ რუსეთი თავისას გაიტანს"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.