რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ - წულუკიანი USAID- ზე


     საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, USAID-თან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, პარასკევიდან, ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი შვებულებაში გავა და მათ აშშ-ში დაბრუნება დაევალებათ.

     "რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ. მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს! ბევრი. კოლექტიური ქეთო ხუციშვილები", - წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.