მერამდენე ცრუ გამოძიება უნდა დაიწყოს, სათვალავი ამერია - ბოკუჩავა


     "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მრავალი მსგავსი საქმის გამოძიება გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე, თუმცა ამ გამოძიებას ცრუს უწოდებს.

    მისი თმით, პროკურატურას არფერი საერთო არ აქვს სამართალთან.

    "მერამდენე ცრუ გამოძიება უნდა დაიწყოს, სათვალავი ამერია, რამდენი ამგვარი საქმე გვინახავს სახელმწიფო გადატრიალებაზე და ბევრ სხვა ღიმილისმომგვრელ ბრალდებაზე. პროკურატურასთან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან, რა თქმა უნდა, არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.