2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნა რუსეთთან ესკალაციაზე - პაპუაშვილი


     2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნა რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

     როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "საქმე რომ ცუდად წასულიყო", ქვეყანა მიიღებდა საჯარო განცხადებას სოციალურ ქსელში.

     "2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნა რუსეთთან ესკალაციაზე - დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა.

     და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი?

     საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!", - წერს შალვა პაპუაშვილი.