„დიფ სთეითის“ მართული ევროპარლამენტისა და მის რეზოლუციების სერიოზულად აღქმა არათუ ძნელია, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია" - ასე გამოეხმაურა ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას.
მისი თქმით, სანამ „დიფ სთეითი" ევროპას გაანადგურებს ტრამპის გამარჯვება, მასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია.
ყველას გვახსოვს, როგორ ქირქილებდნენ ცალკე აქაურები და ცალკე იქაურები, როდესაც ვინმე გლობალურ ომის პარტიას თუ „დიფ სთეითს“ ახსენებდა, აბა სად არის, რას იგონებთო. ახლა როცა დონალდ ტრამპი და მის ადმინისტრაცია ამას ამბობენ ცოტა მოუჭირეს, თუმცა საკმარისი მუხრუჭები მაინც არ აღმოაჩნდათ. შესაბამისად სწორედ „დიფ სთეითის“ მართული ევროპარლამენტისა და მის რეზოლუციების სერიოზულად აღქმა არათუ ძნელია, არამედ აბსოლუტურად შეუძლებელია. დღეს ვხედავთ რომ აშშ-ში „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ დონალდ ტრამპს უკომპრომისო ბრძოლა აქვს გამოცხადებული, ცხადია მისი გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია. ევროპასაც იმავეს ვუსურვებთ, სანამ „დიფ სთეითი“ მათ გაანადგურებს, იქნებ და რამენაირად რომ თავი დააღწიოს მათ მავნე ზეგავლენას, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც გაურკვეველ ჭაობში რომ მიექანებიან ცხადია. ახლა ევროპელების გადარჩენის შანსი ისაა, რომ პატრიოტებმა შეძლონ ევროპის ძალიან შებღალული ავტორიტეტის გადარჩენა"- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
