ეჭვი მაქვს ევროკავშირის თითქოსდა გამართულ მექანიზმში ვიღაცამ ბლომად ქვიშა ჩაყარა - ანჯაფარიძე


     ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, საინტერესო სტატუსს აქვეუნებს:

    ,,ეხლა ნახევრად ხუმრობით ვიკითხავ, ინგლისის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები აშშ-ში ჩადიან რისთვის? შუაკაცებად, რომ ტრამპი და ზელენსკი შეარიგონ? (ძალიან სასაცილოა თუ ასეა), თუ იმისთვის, რომ ფეხებში ჩაუვარდნენ და სთხოვონ რუსეთთან სამშვიდობო გარიგება არ დადო და ევროპა არ შეარცხვინოო, 30,000-იან ჩვენს კონტინგენტს დავაყენებთ უკრაინაში, ოღონდ, შენი (ამერიკის) Backstopping-თ ანუ მხარდაჭერითო. მოკლედ, ჭირის ოფლში იწურებიან

     სხვების არ ვიცი, მაგრამ რასაც მე ბოლო დღეებში ვაკვირდები ევროკავშირის კონვულსიურ და ძირითადად უშედეგო მოძრაობებს, როგორც უკრაინის, ისე საკუთარი თავის მიმართ, მიმყარებს ეჭვს რომ ევროკავშირის თითქოსდა გამართულ მექანიზმში ვიღაცამ ბლომად ქვიშა ჩაყარა"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.