ოპოზიციას არანაირი პოლიტიკური ძალა არ აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვერ იტყვიან, რომ ქვეყნის კონსტიტუციას და კანონებს აღიარებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციაში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული.
„ოპოზიციამ, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში უნდა შემოსულიყო, უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა პატრონებს დაუჯერა და პარლამენტს მანდატების დატოვებაზე მიმართა. დღეს, ისინი პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად გაკოტრებული არიან. არანაირი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ვერ იტყვიან, რომ საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს აღიარებენ, რადგან ეს ტოტალურად თავიანთი სიბეციდან გამომდინარე უარყვეს. გასაგებია, ამის ხელახლა აღიარება უჭირთ და გამარჯვებაში მონაწილეობას ვერც მიიღებენ. ისიც კარგად იციან, რომ რომც მიიღონ, დამარცხდებიან კიდევ უფრო მძიმედ, ვიდრე ეს მარცხი საპარლამენტო არჩევნების დროს იყო. გზა, რომელიც აირჩიეს, მათ ლოგიკურად მიიყვანს არჩევნების გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებამდე. იმედია, ოპოზიციაში გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
