პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო


     საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშხაბადში, კულტურულ პარკ-კომპლექსში "მახთუმკული ფრაგი" შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო.

     რუსთაველის ძეგლი პარკში სხვადასხვა ეპოქისა და  ეროვნების ცნობილ მოღვაწეთა მემორიალების გვერდით მდებარეობს.

     მთავრობის მეთაური კულტურულ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.