"მოგვიწევს მეტის დახარჯვა, რათა თავი დავიცვათ" - NATO-ს გენმდივანი


     ჩრიდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ, ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაზრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

     "ჩვენ მოგვიწევს მეტის დახარჯვა, რათა თავი დავიცვათ, მაგრამ ასევე სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი წარმოება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ცოტას ვაწარმოებდით", – აცხადებს მარკ რუტე.



წყარო: rustavi 2