ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს - გია ვოლსკი


      პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის შეფასებით, ეუთოს გენერალური მდივნის სტუმრობამ მათი ოპონენტები ისტერიაში ჩააგდო.

    "პრაქტიკულად, ისტერიკის მდგომარეობაში აგდებს ოპოზიციას. ეს ცუდია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ რეალობას ვერ აღუქვამენ პოლიტიკურ სუბიექტებად წოდებული ადამიანები, ადამიანთა გაერთიანებები. და მეორე, იმითია ცუდი, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის თემა კვლავ დღის წესრიგშია. რაღაცამ ხომ უნდა დაუსვას ამას წერტილი და ჩამოსვლა ამ დონის ადამიანის საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი დაესვას და თუკი ვინმე ფიქრობს პოლიტიკურ ველზე საკუთარი სუბიექტის შენარჩუნებას, რა საკვირველია, პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. არა დამანგრეველში, არა რევოლუციურში, არამედ პოლიტიკურ პროცესებში", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.