ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცებისა და ავარიის ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა


     ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცებისა და ავარიის ფაქტზე, შსს-მ ცხელ კვალზე 2 პირი დააკავა. 

     შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსის გატაცების შემდეგ, გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ავტომობილებს შეეჯახნენ და ხუთი მანქანა დაამტვრიეს.

     შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.