შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა


     შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

     ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დღეს დატოვა, აღნიშნულთან დაკავშირებით მან მიმართვა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.