დაუშვებელია, რომ ელჩი განცხადებას, წერილს, მიმართვას არ აქვეყნებდეს, სპეკულაციებისთვის წინაპირობას ქმნიდეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, სულ მცირე, ის იმ პოლიტიკასა და მიმართულებებს არ ეთანხმება, რომელსაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თანამდებობიდან ელჩის წასვლაზეც აისახა ის წინააღმდეგობა, რომელიც შეერთებულ შტატებში იმ პოლიტიკის მიმართ არსებობს, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს.
„ამერიკის ელჩის თანამდებობიდან წასვლას წინ გარკვეული დიპლომატიური ეთიკის დარღვევა უძღოდა, არა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის მიმართ, არამედ ამერიკის ხელისუფლების მიმართაც. არ შეიძლება და დაუშვებელია, რომ ელჩი განცხადებას, წერილს, მიმართვას არ აქვეყნებდეს და სპეკულაციებისთვის წინაპირობას ქმნიდეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, სულ მცირე, ის იმ პოლიტიკასა და იმ მიმართულებებს არ ეთანხმება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ახორციელებს. რასაკვირველია, მისი გადადგომაც უკავშირდება ამ თემას, ვინაიდან, როგორც წესი, ელჩები დროზე ადრე არ გადიან, თუმცა კორექტული იყო მისი განცხადება თავისი ქვეყნის მიმართ. ფაქტია, ის წინააღმდეგობაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ატარებს, რეალურად, ელჩის თანამდებობიდან წასვლაზეც აისახა. ყოველ შემთხვევაში, სხვა ანალიზი და საფუძველი ამ გადადგომას არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
წყარო: https://1tv.ge/news/gia-volski-daushvebelia-rom-elchi-ganckhadebas-werils-ar-aqveynebdes-spekulaciebistvis-qmnides-winapirobas-es-mianishnebs-rom-ashsh-is-administraciis-politikas-ar-etankhmeba/
