გვარამიას ვაჟკაცობა არ გაიშვას, მთელმა საქართველომ ვიცით, ვინ არის და რას წარმოადგენს - ზარქუა


     პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა გვარამია ცდილობს, პროცესები მეტად დაძაბოს.

     ზარქუას თქმით, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, კანონის მოთხოვნაა გირაოს გადახდა და ვინც გირაო გადაიხადა, პატიმრობაში არ იმყოფება.

     ირაკლი ზარქუას განმარტებით, ნიკა გვარამიას გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს.

     „გვარამიას ვაჟკაცობა არ გაიშვას, მთელმა საქართველომ ვიცით, ვინ არის და რას წარმოადგენს. მისი მცდელობაა, პროცესები კიდევ უფრო მეტად დაძაბოს. როცა კანონის მოთხოვნაა, წინასწარ იცი, რომ გირაო უნდა გადაიხადო და არ იხდი, მაშინ რატომ წკმუტუნებ და გაჰკივი? ჩუმად იყოს, თუ ამაზე მიდის. სხვებმა გადაიხადეს, ვაშაძე გარეთ მშვენივრად დადის. დაიკარგა, მაგრამ დადის. არჩევანს ყველა თავად აკეთებს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

     პარტია „ახალის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ივნისს არის ჩანიშნული.



წყარო: https://1tv.ge/news/irakli-zarqua-gvaramias-vadjkacoba-ar-gaishvas-mtelma-saqartvelom-vicit-ras-warmoadgens-roca-ici-rom-girao-unda-gadaikhado-da-ar-ikhdi-mashin-ratom-gahkivi-yvela-tavad-aketebs-archevans/