ასეთი განწყობები დომინირებს დღეს ევროკავშირში, სადაც ვერ ინელებენ იმას, რომ საქართველო მათთვის ადვილი სამართავი არ აღმოჩნდა - ზაალ ანჯაფარიძე


     ,,შევედი ერთ საკმაოდ ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის ვებგვერდზე და ჩამონათვალში რეგიონები, რომლებსაც ცენტრი მოიცავს "აღმოსავლეთ ევროპაში" სადაც მოხსენიებულნი არიან უკრაინა და მოლდოვა, ვერსად ვიპოვე საქართველო (იხ. ფოტო). მხოლოდ უფრო დეტალური ძიების შემდეგ აღმოვაჩინე სადღაც მიკარგული. და მაშინვე გამახსენდა ემანუილ მაკრონის შეხსენება, "საქართველო სხვა გეოპოლიტიკურ (ანუ არაევროპულ) სიბრტყეშიაო,"- ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე წერს.

    მისი თქმით, ევროკავშირში დომინირებს განწყობები, სადაც თვლიან რომ საქართველო ადვილი სამართავი არ აღმოჩნდა.

    საქართველოსთვის მიძღვნილი სექციაში თვალში გხვდება სტატია, რომელიც იწყება ასე: "საქართველოს და სერბეთის ლიდერების გადახვევა ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან, გვაჩვენებს, რომ ამ ბლოკის მიმზიდველობა იკლებს....  და რომ ბლოკმა უმჯობესია მეტი ყურადღება დაუთმოს იმ კანდიდატ ქვეყნებს, ვინ ნამდვილად მიიწევენ ევროკავშირისკენ.  

     ვფიქრობ, რომ ასეთი განწყობები დომინირებს დღეს ევროკავშირში, სადაც ვერ ინელებენ იმას, რომ საქართველო მათთვის ადვილი სამართავი არ აღმოჩნდა,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.