"როდესაც არქივს ანადგურებ, არ რეგისტრირდები და გამჭვირვალეობაზე უარს ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სწორედ ის ამოცანაა, რომელიც სწორედ ახლა გამოააშკარავა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, - პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მოტანა," - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, გიორგი ვოლსკიმ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადება იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, რათა "სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს."
მისივე თქმით, ამით გამოაშკარავდა, რომ ორგანიზაციის გეგმა და მიზანი ქალთა უფლებების დაცვა არ ყოფილა.
"როცა ორგანიზაცია არქივს ანადგურებს, ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ფული აქვს მიღებული კონკრეტული გეგმის განსახორციელებლად და არა იმ გეგმის განსახორციელებლად, რასაც ქალთა უფლებების დაცვა ჰქვია, - აქ შეიძლება რადიკალური და ხისტიც იყო, ეს ნორმალურია. დემოკრატიულ პროცესებში ეს ჩვეულებრივი ამბავია, დაიცვა ქალი, ბავშვი და სხვა ჯგუფები, რომელთა მიმართაც რაღაც უკანონობა ხორციელდება, ეს მათი ვალია და მიზანია, მაგრამ როდესაც არქივს ანადგურებ, არ რეგისტრირდები და გამჭვირვალეობაზე უარს ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა სწორედ ის ამოცანაა, რომელიც სწორედ ახლა გამოააშკარავა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ, - პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა და ქვეყნისთვის სერიოზული ზიანის მოტანა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
წყარო: rustavi 2
