საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარიამ, დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტა.
"არც მას, არც ქვეყანას და არც ოპოზიციას არ შეეტყო, რომ მან იშიმშილა. სადაც იყვნენ სამი დღის წინ, დღესაც იქ არიან. ერთადერთი რაც შეიცვალა არის, რომ გვაქვს ახალი მსოფლიო რეკორდი შიმშილობის დღეების მიხედვით, რომ ადამიანმა 2 დღე იშიმშილა და ასევე გვაქვს მეორე პარადოქსი, რომ ოპოზიციამ ოპოზიციას შიმშილობა გამოუცხადა. ამ მხრივ, ალბათ, მოვხვდებით მსოფლიო ჰედლაინებში", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
