სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნაყინის საწარმოები და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმა.
უწყება აკონტროლებს წარმოებას, რეალიზაციის პროცესს, სანიტარულ ნორმებს, ვადებს და შენახვის პირობებს. სპეციალისტები იღებენ სინჯებს სხვადასხვა ბაქტერიასა და ქიმიურად მოდიფიცირებულ ცხიმებზეც.
ლაბორატორიის დასკვნით, გამოკვლეული ასამდე ნიმუში ნორმის შესაბამისია.
