როცა საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ხარ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენელი, ბუნებრივია, ყველანაირად მარცხდები - მათიკაშვილი


     "როდესაც საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ხარ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენელი, ბუნებრივია, რომ ჯერ ერთი, მარცხდები ქართველ ხალხთან და ეს 2012 წლიდან დღემდე დასტურდება ყველა არჩევნებში და მეორე, იმ რეალურ პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიას უნდა გააჩნდეს, ვერ აღწევ", - ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში არსებულ მწვავე დაპირისპირებას.

     მისი თქმით, ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია. 

     "არის უკიდურესად დასუსტებული რადიკალური ოპოზიცია და ეს სისუსტე, პირველ რიგში, იმ დაპირისპირებაში ვლინდება, რასაც აქვს ადგილი. კონკრეტული პარტიები აცხადებენ, რომ ისინი მონაწილეობეს არჩევნებში, ეს არის თითქოს მიუღებელი დანარჩენი რადიკალებისთვის. კონკრეტული დავალებები გაიცა, როგორც ეტყობა, ქვეყნის ფარგლებს გარედან, რომ იმ 8 ე.წ.-მა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. როდესაც საკუთარ თავს არ ეკუთვნი, ხარ აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენელი, ბუნებრივია, რომ ჯერ ერთი, ყველანაირად მარცხდები, მარცხდები ქართველ ხალხთან და ეს 2012 წლიდან დღემდე, დასტურდება ყველა არჩევნებში და მეორე, იმ რეალურ პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიას უნდა გააჩნდეს, ვერანაირად ვერ აღწევ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.