"ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა" - შსს თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


     შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლ თავ­მჯდო­მა­რე, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

     როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თორნიკე რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით, საგარეჯოში, კლინიკა "ჯეოჰოსპიტალსში" იქნა გადაყვანილი. 

     უწყებისვე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული.

     "2025 წლის 7 ივლისს, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსში," შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

     შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

     თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

      ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.