"ქართულ ოცნებას" აშშ-თან გადატვირთვის პოლიტიკის რესურსი საერთოდ არ აქვს" - ტატა ხვედელიანი


     "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომელიც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააცნო, ოპოზიციაში შეფასებები უკვე მოჰყვა.

     პარტია "ლელოს" წევრი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი დეზინფორმაციაა და ასეთი მცდელობები არ არსებობს.

     "ოცნებას" ძალიან ბევრჯერ განუმარტეს, მათ შორის, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა და, ასევე, ცივილიზებული მსოფლიოს ქვეყნების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არის დეზინფორმაცია. არანაირი ომში ჩართვის მცდელობები არ არსებობს, პირიქით, ეს ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იცავენ სწორედ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს," - განაცხადა ლანა გალდავამ.

     პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" აქცენტი საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვაზე გააკეთეს აქცენტი. პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ ამის ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს.

     "ქართულ ოცნებას" აშშ-თან გადატვირთვის პოლიტიკის რესურსი საერთოდ არ აქვს. უკვე ამდენი თვეა ველოდებით ამ დაანონსებულ გადატვირთვის პოლიტიკას საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუმცა, ჯერჯერობით, არც კი ჩანს ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/320132