"ეს არის საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დაფინანსებული კამპანია. იმ გამჭვირვალობის კანონმა საქართველოს საზოგადოებას დაანახა, რომ ეს "გულანთებული" უოლსონი არის "ნაციონალური მოძრაობის" საკმაოდ იაფფასიანი პროპაგანდისტი - ასე მუშაობს "დიპ სტეიტი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ "მეგობარი აქტის" მიღებას აშშ-ის სენატში 3 სენატორი ბლოკავს, არის გამოძახილი იმ პერსპექტივისა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი გაიხსნას.
"იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაუპირისპირდება სწორედ ასეთ მავნე პოლიტიკას, რომელიც იმის გამო, რომ აქ მიღწეულ იქნას ვიწრო პოლიტიკური მიზანი, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობების დაზიანებაზეც კი მიდის. ეს სამი სენატორი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის გამოძახილი იმ პერსპექტივისა, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ეტაპი გაიხსნას," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/320561
