ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯიდან ორი ქართველი გაიტაცეს


     ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.

     არსებული ინფორმაციით, გიორგი შამანაური და იასონ შუკაკიძე ახმაჯის ტყეში შეშის მოსატანად იყვნენ წასულები, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა დააკავეს.

     გატაცებულები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ოკამის მცხოვრებლები არიან.

     ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно