„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. ლაშა ცანავა ამ პარტიის მსხვილი შემომწირველია, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გასაკვირი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიმინალური ქმედებები.
„ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური სინდიკატია. შესაბამისად, კრიმინალური საქმიანობა ამ პარტიის წევრების, მით უმეტეს პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ უკვირს. აქ საინტერესოა, რომ ეს ბატონი „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვილი შემომწირველი ბრძანდება და, როგორც ჩანს, კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით. ესეც არ გვიკვირს, საზოგადოებას გავახსენებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ზუსტად ის კრიმინალური სინდიკატია, რომელიც იკვებება კეზერაშვილის თანხებით, რომელიც ძარცვავდა ქართულ ჯარსა და ევროპელ პენსიონერებს. ეს არის მთლიანად სახე „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის და იმ ადამიანების, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვიან და მტრობენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა ბინადრობის ნებართვის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ცანავა დააკავა.
წყარო: https://1tv.ge/news/rati-ionatamishvili-nacionaluri-modzraoba-kriminaluri-sindikatia-lasha-canava-am-partiis-mskhvili-shemomwirvelia-rogorc-chans-kriminaluri-gzit-nashovni-fulit/
