საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები
დღეს, 12:52მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.
"მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა.
ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა.
საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები", - წერს პაპუაშვილი.
