შვედეთში საჯარო მოხელეების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ამოქმედებული კანონი კარგი გამოხატულებაა თუ რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი - კახი კალაძე


      თბილისის მერი კახა კალაძემედიასთან გამოეხმაურა შვედეთში ამოქმედებულ კანონს, რომელიც თანახმადაც, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

     კალაძის თქმით, მსგავს კანონთან მიმართებით საქართველოს კრიტიკა  ორმაგი სტანდარტის კარგი მაგალითია.

    „საქართველოს მიმართ არა მხოლოდ ამ კანონთან მიმართებითაა ორმაგი სტანდარტი, არამედ სხვა ბევრ საკითხში – ეს იქნება გამჭვირვალობის კანონი და ა.შ. მარტივია, როდესაც არ სურთ და არ აწყობთ ის ვითარება, რაც მათ სასარგებლოდ არაა, იწყება ბინძური კამპანია. ეს მაგალითიც კარგი გამოხატულებაა, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.