თბილისში ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს, რა არის ხალხის დაკვეთა. საუბარია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიცირებულ კითხვაზე - "ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."
"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ კანონები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვენ, მუშაობს ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში.
"კანონები, რომლის გაუქმებასაც მოითხოვენ ინტენსიურად ევროპიდან, სრულად ჯდება ევროპულ სტანდარტებში. ისინი მუშაობს ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში და მათ შორის, ევროპულ ქვეყნებში. ასეთი კატეგორიული მოთხოვნა, რომ თუ არ გააუქმებთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს, თუ არ გააუქმებთ კანონს ლგბტ პროპაგანდის შესახებ და ა.შ. ეს კანონები აბსოლუტურად არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ამ კანონების მიღება იყო საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა, რაც არის ჩვენი სუვერენიტეტის გამოვლინება. ასეთი ფორმით ჩარევა, როგორი ფორმითაც დღეს ევროპელი ექსპერტები ერევიან ჩვენს პოლიტიკაში, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა. ამიტომ, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ევროპამ, ისევე როგორც დანარჩენმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. შემოვედით ასეთი ინიციატივით, რომ ჩატარდეს ქვეყანაში პლებისციტი და საზოგადოებამ თქვას, მიაჩნია თუ არა ეს კანონები იმ კანონებად, რომელიც უნდა მუშაობდეს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
წყარო: https://1tv.ge/news/nana-kakabadze-vano-merabishvilma-gatavisuflebulmac-ki-erti-wuti-ver-sheikava-tavi-ar-gamoemdjghavnebina-tavisi-kriminaluri-azrovneba-da-mentaliteti/
