,,დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება"– გიორგი ვაშაძე


     ,,დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს"– ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე აქციისას განაცხადა. 
 
     ,,ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე დაჯგუფებას. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს იყოს დემოკრატიული ქვეყანა. და ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ საქართველოში ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს ხმა და ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ წაართვას მას. ხშირად საუბრობენ დესტრუქციაზე. დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს და არასდროს მათ პასუხს არ სცემს თავისი მოქმედებებით. აი ამიტომ ვართ აქ,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно