"არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და კანდიდატებზე ვისაუბრო, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს და ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის სავარაუდო საერთო კანდიდატთან დაკავშირებით.
"არ მაქვს სურვილი, ოპოზიციის გეგმებსა და მათ კანდიდატებზე ვისაუბრო. არ მაქვს ამის ინტერესი. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ვახორციელებთ კონკრეტულ პროექტებს დედაქალაქში. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სერიოზული გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომელთაც მოგვარება სჭირდება. თბილისი არის ძალიან ძველი ქალაქი, ძველი ინფრასტრუქტურით, კომუნიკაციებით და ეს ყველაფერი საჭიროებს მიხედვას, მოწესრიგება. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ის გუნდია, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, ღირსეულად უპასუხოს ყველა იმ გამოწვევას და პრობლემას, რომელიც თბილისთან არის კავშირში", - განაცხადა კახა კალაძემ.
