"ნაციონალური მოძრაობა" 13 სექტემბრის აქციაზე იქნება წარმოდგენილი, ვინაიდან ჩვენთვის არ არსებობს პროტესტის კერა, განსაკუთრებით, ქუჩის საპროტესტო მოძრაობა, სადაც ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას," - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, აქციას კონკრეტული გზავნილი აქვს და IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორის, ჯონი დიპიროს გეგმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"კონკრეტული გზავნილი აქვს ამ აქციას, ეს არის დაკავშირებული უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხთან. არ არსებობს არავითარი დიპიროს გეგმა, შესაბამისად, ვერაფერს ვერ გავყვებით. "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს თავის საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც არის პარტიის მიერ განსაზღვრული. მე ძალიან მაინტერესებს, ვის აქვს ეს რევოლუციური გეგმა ნანახი, სად არსებობს, დოკუმენტური მტკიცებულება სად არის ამის. ეს არის, ცალსახად, ღრმა კონსპირაცია, რომელიც, ჩემი აზრით, არავითარ კავშირში არ არის ერთმანეთთან," - აცხადებს ლევან სანიკიძე.
წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/323208

















