გახარიამ მიიღო პრაგმატული, სწორი გადაწყვეტილება, ციხეში კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი ბევრი ვერაფერი სარგებლის მომტანი იქნებოდა, ადრე თუ გვიან დაბრუნდება - ალეკო ელისაშვილი


     გახარიამ მიიღო პრაქტიკული და პრაგმატული, სწორი გადაწყვეტილება. მას მრავალწლიანი ციხე ელოდა აქ და ციხეში კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი ბევრი ვერაფერი სარგებლის მომტანი იქნებოდა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

     ელისაშვილის თქმით, გახარიას გუნდი სრულად არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული.

     „გახარიას გუნდი სრულად არის აქ, სრული შემადგენლობით, სრულად არის წინასაარჩევნო პროცესში, კამპანიაში ჩართული. შესაბამისად, არაუშავს, ნორმალურია ამ ვითარების შესაბამისად“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

     ამასთან, ელისაშვილმა შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ გიორგი გახარია საქართველოში „ადრე თუ გვიან დაბრუნდება“.







წყარო: 1 tv