"ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს ყოფილი თანაგუნდელებისგან" - სოფო ჯაფარიძე


     სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელებისგან ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს, მმართველი გუნდი აღიარებად აფასებს.

     მმართველ პარტიაში დღეს ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებები გაიხსენეს, რომელიც ეხებოდა ხაბეიშვილის ფსევდონიმ "ანიტას", მის გარიგებას ყოფილ მაღალჩინოსნებთან და დაფინანსებას კორუფციაში ეჭვმიტანილი კონკრეტული წყაროდან.

     უმრავლესობის განცხადებით, ჯაფარიძის კომენტარით დადასტურდა, რომ ეს ინფორმაცია სოფო ჯაფარიძესაც აქვს და ისინი ქვეყნის წინააღდეგ ახალ გეგმას ამუშავებენ, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

     "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ყოფილ თანაგუნდელებთან ნამდვილად აქვთ კომუნიკაცია და მათი თქმით, 4 ოქტომბერს გახდება მეტი დეტალი ცნობილი. 

     "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" კიდევ უამრავ სიურპრიზს უნდა დაელოდოს. 

     "კობახიძე და "ქართული ოცნება" კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს ყოფილი თანაგუნდელებისგან", - განაცხადა ჯაფარიძემ. 

     პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოება კიდევ ბევრ ინფორმაციას გაიგებს უახლოეს მომავალში. 

     "ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციამ გააჟღერა "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით, ყველაფერი გამართლდა. მერწმუნეთ, რომ კიდევ ბევრი ინფორმაცია გვაქვს და მერწმუნეთ კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს საზოგადოება უახლოესი კვირეების განმავლობაში", - აცხადებს ბეჟაშვილი.



წყარო: https://rustavi2.ge/ka/news/324335