"მშვიდობიანი დამხობის ცნება არ არსებობს, დამხობა ყოველთვის ძალადობასთან, არაკონსტიტუციურ ქმედებებთან და უკანონო საქმიანობასთან არის დაკავშირებული," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ნებისმიერ კანონდარღვევას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
"ძალიან არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებებია. ასევე, მშვიდობიანი დამხობის ცნება არ არსებობს. დამხობა ყოველთვის ძალადობასთან, არაკონსტიტუციურ ქმედებებთან და უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული. ვინც ან მოუწოდებს დამხობისკენ ან სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, ეს ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს, ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
