"თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის კვლევითაც კი, "ქართული ოცნება" არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში, მათივე კვლევით, კახი კალაძეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ასე რომ მე მგონი თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებული არის ამ მოცემულობას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, თვითმმართველობის არჩევნებში ხმის დაფიქსირების შემდეგ, საარჩევნო უბანთან განუცხადა.
"რაც შეეხება მოლოდინებს, თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის კვლევითაც კი "ქართული ოცნება" არის უალტერნატივო ამ გამარჯვებაში, მათივე კვლევით კახი კალაძეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, ასე რომ მე მგონი თავადაც იცის ოპოზიციამ და შეგუებული არის ამ მოცემულობას.
ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი საარჩევნო მიზანი არის 64-ივე მუნიციპალიტეტში მერების არჩევნებში პირველ ტურში გამარჯვება და საკრებულოებში უმრავლესობის მოპოვება, თუმცა მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ, რომ არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, მე ყველას ვუსურვებ წარმატებას, მათი ოპოზიციური მანდატების მოპოვების მხრივ.
რაც შეეხება შედეგების განპირობებას, თავისთავად რადიკალურმა ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს ყველაფერი. შარშან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ზურგი ექციათ დემოკრატიისთვის, წასულიყვნენ რადიკალიზაციის და ექსტრემიზმის გზით, როგორც მათ დაავალეს გარედან. ახლა იმკიან იმ შედეგებს, რაც შარშან საკუთარი რადიკალიზაციით მოახდინეს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
