„მეგობარ აქტს“ როცა არქმევ დოკუმენტს, რომელშიც, სინამდვილეში, ქართველი ხალხის მიმართ მტრობის მეტი არაფერია, ცინიზმთან ერთად, ღირებულებით აღრევასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს, რომ აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.
დავით მათიკაშვილის შეფასებით, კარგია, რომ „ამ მტრულმა აქტმა გაგრძელება ვერ პოვა“.
„სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში იმდენად აქტუალურია ღირებულებათა აღრევა და მცდელობა, საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას მოარგონ რეალობა, სიმართლეს არ გაუსწორონ თვალი, რომ ქართული საზოგადოება ამას კარგად გრძნობს. „მეგობარ აქტს“ როცა არქმევ დოკუმენტს, რომელშიც, სინამდვილეში, ქართველი ხალხის მიმართ მტრობის მეტი არაფერია, ცინიზმთან ერთად, ღირებულებით აღრევასთან გვაქვს საქმე. მხოლოდ კარგია, რომ ამ მტრულმა აქტმა გაგრძელება ვერ პოვა. არაერთხელ გვითქვამს, რომ არა მტრული აქტები, არამედ ახალი ფურცლიდან, ახალი ნიშნულიდან უნდა დაიწყოს ურთიერთობები. იმედია, ანალოგიური მიზანი აქვს ამერიკის ახალ ხელისუფლებას. ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა
წყარო: 1 tv
