საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც მმართველმა გუნდა წარადგინა, კანონით, ცხრა თვეში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.
მისი თქმით, მმართველი გუნდი დაელოდება, როდის მიიწვევს საკონსტიტუციო სასამართლო და როდის იქნება პროცესები.
"კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ ცხრა თვეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად. ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა პაპუაშვილმა.

















