ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს და ომი შეწყდეს, რომელსაც უზარმაზარი ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი მოაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
„გეგმა, რაც უკრაინას შესთავაზეს, პირდაპირი დასტურია, რაოდენ სწორად მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, როცა ქვეყანას ომი აარიდა. უკრაინა იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ, სამწუხაროდ, დათმობაზე წასვლა მოუწევს. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორი იყო საქართველოს სუვერენიტეტისთვის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
წყარო: 1 tv

















