4 ოქტომბერს დოკუმენტურად გაფორმება იყო იმ უპასუხისმგებლობის, რასაც რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავდით - ლევან მახაშვილი


     4 ოქტომბერს დოკუმენტურად გაფორმება იყო იმ უპასუხისმგებლობის, რასაც რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგზე ვხედავდით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

      მისი თქმით,  საქართველოს თანამედროვე ისტორიაში გარდამტეხი მომენტი იყო, როცა ყველა მიხვდა, რომ მსგავსი უპასუხისმგებლობა უნდა დასრულდეს.

     „ეს გარდამტეხი მომენტი უნდა იყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის, რომ პასუხისმგებლობა აიღონ, პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდნენ და კონკურენცია გაუწიონ ხელისუფლებას. საკონსტიტუციო პროცესიც მიმდინარეობს ზოგიერთი ძალის აკრძალვის მიზნით, რომელთა უპასუხისმგებლობამ რევოლუციისა და 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა. ეს დღე ბევრი რაღაცის მაჩვენებელი იყო, მაგრამ 4 ოქტომბერი მისი შინაარსით ჯერ არ დასრულებულა. ეს მაშინ დასრულდება, როცა ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგება და სივრცე სხვა ჯანსაღი პოლიტიკური ძალებისთვის გაიხსნება“, – განაცხადა მახაშვილმა.