გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს


      სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ცნობილი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

     გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ე.წ. ქოლცენტრების მფარველობას, საიდანაც მიღებული თანხით ფინანსდებოდა ოპოზიცია.

     დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.