პარლამენტის თავმჯდომარე NGO-ების განცხადებას ეხმაურება, სადაც ისინი სახელმწიფოს აქციის მონაწილეების მოწამვლაში ადანაშაულებენ და საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ. შალვა პაპუაშვილი პარალელს ავლებს NGO-ების განცხადებებთან მიხეილ სააკაშვილის მოწამვლისა და ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით და იხსენებს მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შედგენილ დასკვნას, რომელსაც ყალბს უწოდებს.
"ლომჯარიას "ენჯეომ" ბრიუსელისგან მყისიერად მილიონობით ლარის დაფინანსება მიიღო, ასეთი ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ევროკავშირის გრანტები კორუფციული ინტერესით გაიცემა" - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე.
"პირდაპირი დაფინანსება იყო NGO-სექტორში იმისთვის, რომ აქ უკანონოდ შეეცვალათ ხელისუფლება და რადიკალური პროცესები ყოფილიყო. მათ შორის, დაეწერათ უკანონო ალტერნატიული დასკვნები არჩევნებზე. ჩვენ კარგად ვიცით ისფედი-ს მაგალითი, როდესაც გააყალბა არჩევნები და გაყალბებული არჩევნების გამო ჯერ გადადგა ისფედი-ს ხელმძღვანელობა და მიუხედავად ამისა, ის, ვინც გადადგა, მშვენივრად მოათავსეს უცხოეთში სხვადასხვა თანამდებობაზე. ეს მეტყველებს ზუსტად იმაზე, რომ დღევანდელ პერიოდშიც ზუსტად ეს ხალხია, რომელიც იყო თავის დროზე სახალხო დამცველიც, ხომ წარმოგიდგენიათ ახლა ვის უფლებებს დაიცავდა ეს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასრულებს დღემდე "დიფ სთეითის" დავალებებს საქართველოში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
წყარო: რუსთავი 2

















