ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, საქმე უკვე "სრულად გახსნილად" შეიძლება გამოცხადდეს.
"ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

















