,,ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას"– სადღობელაშვილმა ,,ქართული მარში" დატოვა


      ლადო სადღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა ,,ქართული მარში" დატოვეს. ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვა გაავრცელა.     

      ,,საოზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე,მინდა გაუწყოთ,რომ მე ლადო საბრდღობელაშვილმა და ირაკლი დოლენჯაშვილმა პოლიტიკური თუ პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე დავტოვეთ "ქართული მარში"!

      9სექტემბერი საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი თარიღია... მავანნი მას შეგნებულად ცდილობენ,ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ ისტორიული სახელი,ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ. 

      ჩვენ, მე ლადო სადღობელაშვილი და ირაკლი დოლენჯაშვილი ვგმომთ და ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას ... არ ვუერთდებით ე.წ სპეციალურად დაგეგმილ "პროვოკაციას", მოვუწოდებთ ყველას! არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ არეულობას ისახავს,მითუმეტეს ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ საზოგადოებას.

     ps. სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს... პატივისცემით ლადო სადღობელაშვილი!"
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно